Saturday, August 6, 2011

დინოზავრები

პროექტის სახელწოდება: დინოზავრები.
პროექტის მთავარი  იდეა (თემა): მსჯელობა გადაშენებული ორგანიზმების შესახებ.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლე აგროვებს ინფორმაციას გადაშენებუ ლ  ორგანიზმებზე და გამოთქვამს   საკუთარ  მოსაზრებებს მათი გადაშენების მიზეზების შესახებ.
პროექტის  მიზანი:დააინტერესოს მოსწავლეები მოიპოვონ ინფორმაცია გადაშენებული ორგანიზმების შესახებ.
მონაწილეთა ასაკი: 9 წლის .
ვადები/ხანგრძლივობა: 3–4 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გაეცნონ გადაშენებული ცხოველების შესახებ შეძლებისდაგვარად ამომწურავ ინფორმაციას.
ბავშვები განივითარებენ ცოდნის მოპოვების, ინფორმაციის დამუშავების, ანალიზისა   და მსჯელობის უნარებს.დახატავენ და გამოძერწავენ დინოზავრებს. იმსჯელებენ მათი ფიზიკური მახასიათებლების შესახებ  და   შეეცდებიან გაავლონ პარალელი დღევანდელ მათ მსგავსს ცხოველებთან.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სასწავლო სახელმძღვანელო, ენციკლოპედია:კომპიუტერი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა:  მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა.თითოეული ჯგუფი    მოამზადებს ინფორმაციას დინოზავრთა გარკვეული სახეობის  შესახებ .(მაგალითად  ბალახისმჭამელები ანუ ზავროპოდები, ხორცის მჭამელები ანუ ტირანოზავრი ,ზღვის ქვეწარმავალი იქთიოზავრი და მფრინავი ქვეწარმავალი პტეროდაქტილი.) იმსჯელებენ მათ მსგავსსა და განმასხვავებელ ნიშნებზე.მოაწყობენ პრეზენტაციას.დასვამენ კითხვებს:1) როდის წარმოიშვნენ დინოზავრები? 2) როგორი ცხოველები  არიან ისინი?3) რით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან? 4) რამ გამოიწვია მათი გადაშენება?(ჩამოთვლიან ვერსიებს)5) არსებობენ თუ არა მათი მსგავსი ცხოველები დღეს?
წლის ბოლოს მოეწყობა ექსკურსია სათაფლიაში.
საგნებთან კავშირი:ზოოლოგია, გეოგრაფია,ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ნანა ბეშიძე
ხელმძღვანელის ელ/ფოსტა:nbeshidze64@gmail.com
პროექტის ვებ/გვერდი/ბლოგი:nbeshidze64.blogspod.com